ჩვენს შესახებ

ვინ ვართ და რას ვაკეთებთ?
ჩვენ, სხვა და სხვა სფეროს პროფესიონალები გავერთიანდით ერთი იდეის გარშემო და გვჯერა რომ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სხვა ადამიანების ცხოვრება.

ჩვენ ვქმნით ონლაინ კომუნიკაციის ახალ სტანდარტებს რომელიც ეხმარება ადამიანებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში, ადვილად გადასცენ ერთმანეთს ცოდნა, მოიფიქრონ სენსაციური იდეები და რაღაცა შეცვალონ უკეთესობისკენ.

Webinars.ge - ეს არის ახალი თაობის ვებინარების და ვიდეო კონფერენციების სერვისი.

ერთადერთი მიზანი რაც ჩვენს გუნდს აერთიანებს ეს არის ახლის შექმნა, თამამად მოვეჭიდოთ ისეთ საქმეს რაც ჯერ არავის გაუკეთებია.

მიგვაჩნია რომ ციფრულ სამყაროში სწავლა ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ პირველი ქართული ვებინარების პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მარტივად მიიღონ განათლება, გაცვალონ გამოცდილება და აიმაღლონ სხვა და სხვა აუცილებელი უნარები.