წესები

საიტის წესები და პირობები
მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებით, რომელსაც მომხმარებელი (პირი, რომელიც რეგისტირდება საიტზე) ეთანხმება ვებ-გვერდზე რეგისტრირებისას

მუხლი 1. ძირითადი პირობები
1.1 მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი ინფორმაცია მის შესახებ და თავად აგებს პასუხს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
1.2 საიტზე განთავსებული ვიდეო, ფოტო და ტექსტური მასალა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას ან მინიჭებული აქვს მასალის გამოყენების უფლება. ამ მასალის გამოყენების წესებს არეგულირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობთ;
მუხლი 2. პერსონალური მონაცემთა დამუშავება
2.1 კომპანია ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად, ამასთან, მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. კომპანია უფლებას იტოვებს, დაამუშავოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
მუხლი 3. ონლაინ კურსის გაუქმება ან გადადება
3.1 ონლაინ კურსის გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში კომპანია ამ ონლაინ კურსზე რეგისტრირებულ მომხამარებელს აცნობებს შესაბამისი ცვლილების შესახებ, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით.
მუხლი 4. თანხის დაბრუნება
4.1 ონლაინ კურსის გაუქმების, გადადების ან საიტზე სხვა ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, რომელიც მომხმარებელს ართმევს შესაძლებლობას გაიროს/დაესწროს ონლაინ კურსს, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია გონივრულ ვადაში დაუბრუნოს გადახდილ თანხას.
4.2 იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელი თავისი მიზეზით (მათ შორის ტექნიკური) ვერ ესწრება ონლაინ კურსს კომპანიას არ წარმოეშობა თანხის დაბრუნების ვალდებულება.


მუხლი 5. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
5.1 მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 
5.2 მომხმარებელი უფლებამოსილია თავად აკონტროლოს მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენებით შესრულებული ყველა ოპერაცია და პასუხისმგებელია საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების კონფიდენციალობის დაცვაზე.
მუხლი 6. კომპანიის განცხადებები
6.1 კომპანია პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება  კომპანიის ვებ-გვერდზე გადასვლა.
6.2 კომპანია პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
6.3 კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
მუხლი 7. გამოსაყენებლი სამართალი და დავების გადაწყვეტა
მხარეთა შორის ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. დავის გადაწყვეტა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.