Startup/მცირე ბიზნესის ეფექტური მართვა ექსელის დახმარებით

110 ლარი

რეგისტრაცია
  • Startup/მცირე ბიზნესის ეფექტური მართვა ექსელის დახმარებით
    "ყველაფერი მარტივი გენიალურია, ყველაფერი გენიალური მარტივი არ არის"

     

     

     

    ვებინარის ხანგრძლივობა : 1 ვებინარი - 1 საათი 30 წუთი

    ვებინარის თარიღი : 23.06.2020 - 23.07.2020

    ვებინარის დაწყების დრო: 20:00

    ვებინარის ღირებულება :110 ლარი

    ვებინარის ჩატარების დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი.

    კურსი განკუთვნილია :

    • ჩვენი კურსი გათვლილია როგორც დამწყები, ასევე საშუალო დონის ექსელის მცოდნე მსმენელთათვის. ვისაც სურვილი აქვს შექმნას საკუთარი ბიზნესი და მაქსიმალურად შეამციროს შეცდომის რისკები, რომელიც თან ახლავს დამწყებ ბიზნესს. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ვინც უკვე მართავს და/ან უნდათ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
    • ადამიანები, ვისაც აქვს არსებული პრობლემები და/ან უნდა შეხვდეს მომზადებული მომავალ გამოწვევებს, ამაში კი მას ექსელი დაეხმარება,  როგორც ინფორმაციის აღრიცხვის და მართვის ერთ-ერთი პრაქტიკული  მექანიზმი. ჩვენ კურსზე რეალური პრაქტიკული მაგალითებიდან გამომდინარე, შევისწავლით გაყიდვებს, როგორც ბიზნესის უმთავრეს გამოწვევას. ვისწავლით მარტივი ფინანსური უწყისების შექმნას, ფინანსური კოეფიციენტების გამოყენებას და ანალიზს. შევისწავლით ინვესტიციების ანალიზს და დაგეგმვას (მარკეტინგული ხარჯი, როგორც ინვესტიციის ერთ-ერთი სახეობა).

    კურსის/ვებნარის კომპონენტები(სილაბუსი):

    •  გახადე პარტნიორი შენი ბიზნესის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე (იპოვე შენი თავი).
    •  ექსელის გაცნობა - პროგრამა, როგორც ბიზნესის აღრიცხვის ერთ-ერთი პრაქტიკული საშუალება.
    •  უპირველესი და უმთავრესი ინვესტიცია - „იყიდე ბლოკნოტი“ ან ისწავლე ექსელში მუშაობა.
    •  ბიზნესის მთავარ სამ კითხვაზე პასუხი: რა ვაწარმოოთ? როგორ ვაწარმოოთ? ვისთვის ვაწარმოოთ? მოძიებული ინფორმაციით ცხრილების აწყობა ექსელში.
    •  გაყიდვები - ბიზნესის ფინანსური განვითარების უმთავრესი მექანიზმი. გაყიდვების დაგეგმვა და Follow up - მომხმარებლების ბაზების შექმნა და ანალიზი ექსელში.
    • ხარჯების დაგეგმვა - ხარჯი მიბმული შემოსავალზე.
    • „ბიზნეს გეგმი“-ს შედგენის ტექნოლოგიები ექსელის გამოყენებით. შევადგინოთ ბიუჯეტი და სხვა თანმდევი დოკუმენტები ბიზნეს გეგმისთვის.
    •  სწორი დაგეგმვა - მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვა (სტრატეგიის შემუშავება). დინამიური დიაგრამების აწყობა ექსელში, პროგნოზი და ანალიზი.
    •  გაანალიზება, სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნის შესწავლა და ანალიზი.
    • ინფორმაციული ბაზების შექმნა ექსელში და მათთან მუშაობა.
    • Data ბრძანებების პრაქტიკული გამოყენება.
    • სწორი კომუნიკაცია, როგორც წარმატების საუკეთესო გზა.
    • ინფორმაციის შეგროვება, სწორი დახარისხება, მულტიფუნქციური ცხრილები ექსელში.
    • Table და PivotTable დინამიური ცხრილების აგება.
    •  უზარალობის მარჟა - საწყის ეტაპზე ბიზნესის გადარჩენის „ვაქცინა“. ფინანსური კოეფიციენტი.
    • ძირითადი ფინანსური უწყისების შედგენის მარტივი ფორმები: ფინანსური მდგრადობის (ბალანსი) უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი, ასევე სალაროს ჟურნალის, ნაშთების კონტროლის ფაილის შექმნა.
    • საბანკო ამონაწერის დამუშავება (ექსელში). Text to columns ბრძანება, Sort&Filter ბრძანებები.
    •  დებიტორული დავალიანების, საქონლის მოძრაობის, სასაქონლო კრედიტის ბრუნვის კოეფიციენტების გამოთვლა და პრაქტიკული გამოყენება (ექსელში).
    • ნაღდი ფულის მოძრაობის ციკლის კოეფიციენტი - დრო, რომელიც სჭირდება ფულს, რომ ისევ ფულად დაგვიბრუნდეს. ‘’დრო რომელსაც ვერ ვხედავთ“ (ექსელში).
    •  საბანკო სესხი VS რეინვესტირებული მოგება - ინვესტიციების დაგეგმვა, გამოთვლები ექსელში.
    • ფინანსური ფუნქციების ანალიზი (IRR;NPV; სესხის კალკულატორის ფუნქციები)
    •  მომხმარებელი VS კლიენტი - ლოიალური მომხმარებელი, როგორც ბიზნესის პარტნიორი გრძელვადიანი პერსპექტივაში.

     

    ინფორმაცია კურსის ავტორის შესახებ:

    ირაკლი ჩხენკელი

    • 13 წელი სამუშაო გამოცდილება საფინანსო ინსტიტუტებში;
    • 9 წელი საშუალო რგოლის მენეჯერი;
    • 6 წელი საკრედიტო განყოფილების უფროსი;
    • 3 წელი პრობლემური აქტივების მართვის და საკრედიტო მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;
    • ს.ს „პროკრედიტ ბანკი“-ს ფრანკფურტის საშუალო რგოლის მენეჯერების გადამზადების სემინარის კურსდამთავრებული
    • ს.ს. „ქართული კრედიტ“-ში შიდა შემსწავლელი კურსის ტრენერი

    მსმენელების Feedback:

    1. ვახტანგ ხეცურიანი: მე სავსებით მაკმაყოფილებს ცოდნა რაც მივიღე, ეს ის კურსია რაც მჭირდებოდა, ამის შემდეგ ზუსტად იცი თუ რა შეუძლია ექსელს. ასევე ხვდები, რომ კიდევ მეტის სწავლა შეგიძლია. ანუ ეს არის სავსებით საკმარისი თუ სამომხარებლო კუთხით იყენებ ექსელს, ამის შემდეგ უკვე პროფესიონალური ცოდნაა ალბათ.
    2. მარიამ ბარათაშვილი: თავიდან რომ  დავიწყე სრულიად ბაზისული ცოდნა მქონდა და ახლა ნამდვილად შემიძლია რომ ვთქვა საშუალო დონეს დავეუფლე. ძალიან მიხარია,რომ ასეთი ცოდნა შევიძინე და თავიდან არც მოველოდი ამდენს თუ ვისწავლიდი,ეს პირველ რიგში თქვენი დამსახურებაა ბატონო ირაკლი,და მადლობა ყველაფრისთვის,

ტრენერი

ირაკლი ჩხენკელი