რეკრუტინგი და კომუნიკაცია

90 ლარი

რეგისტრაცია
  • რეკრუტინგი და კომუნიკაცია

     

    ვებინარის ხანგრძლივობა : 1 ვებინარი - 2 საათი

    ვებინარის თარიღი : 01.06.2020 - 05.06.2020

    ვებინარის დაწყების დრო: 19:00

    ვებინარის ღირებულება : 90 ლარი

    ვებინარის ჩატარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

     

    ტრენინგის მოკლე აღწერა/მიზანი :

    ტრენინგი "რეკრუტინგი და კომუნიკაცია" არის ინტენსიური პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მათზე, ვისაც სურს შეისწავლოს შერჩევის პორცესი ან გაიძლიეროს მოცემული მიმართულებით უნარები. ტრენინგის პროცესში, მონაწილეები დაეუფლებიან რეკრუტინგის სრულ პროცესს და ექნებათ საშუალება, პრაქტიკულ მაგალითებზე გაიმყარონ ცოდნა.

    ვისთვის არის კურსი:

    კურსს შეუძლია დაესწროს ნებისმიერი მსურველი, როგორც გამოცდილი ასევე დამწყები ეიჩარი, ან რეკრუტერი.

    ტრენინგ თემების დასახელება:

    1. რეკრუტინგის ზოგადი მიმოხილვა, ტენდენციები, სირთულეები და მიზანი (ვინ არის რეკრუტერი);
    2. ამოცანის მიღება, შეკვრა (ლაინ მენეჯერის ან ხელმძღვანელისაგან). ანალიზი და კლიენტთან (მენეჯერთან) სწორი კომუნიკაციის წარმოების ტექნიკა;
    3. ვაკანტური პოზიციის მოთხოვნების ანალიზი/შედგენა, შეფასება და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
    4. ვაკანსიის სწორი აწყობა, გავრცელების გზების განსაზღვრა და ამოცანის ჩამოყალიბება;
    5. მუშაობა სოციალურ ქსელებთან /ძიების სქემა, კომუნიკაციის დამყარება და ჰედ ჰანთინგის ელემენტები;
    6. ონლაინ შერჩევა და ახალი გამოწვევები
    7. პირველი შეხება ,მოლაპარაკების წარმოება და კანდიდატების დაინტერესების ტექნიკა;
    8. ყველა წყაროდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და შორთლისტინგი;
    9. პირველი ინტერვიუსთვის მომზადება;
    10. საუკეთესო ტალანტების მოზიდვა და რისკების შეფასება;
    11. ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა;
    12. დროის მენეჯმენტი რეკრუტინგში;
    13. ახალი ტენდენციები და მათი, სამუშაო პროცესში გამოყენება;
    14. შედეგების დამუშავება;
    15. მონაცემთა ბაზის აწყობა, სწორედ გამოყენება და მიზნობრიობა.

    ტრენერი:

    ირინა გაგოშიძე

    8 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსებსა და რეკრუტინგის მიმართულებით, რეკრუტინგული და საკონსულტაციო კომპანია „HR SPACE” –ის დამფუძნებელი და HRPA (HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი.

     

ტრენერი

ირინა გაგოშიძე