სტრესის დაძლევის ხელოვნება

20 ლარი

რეგისტრაცია
  • სტრესის დაძლევის ხელოვნება

     

    ვებინარის ხანგრძლივობა: 1 დღე

    ვებინარის თარიღი: 11.06.2020

    ვებინარის დაწყების დრო: 18:00

    ვებინარის ღირებულება: 20 ლარი

     

    კურსი განკუთვნილია:

    კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მზადაა პოზიტიური ცვლილებების შესატანად საკუთარ ცხოვრებაში.

     

    ვებინარის მიზანი:

    ვებინარის მიზანია დაეხმაროს თითოეულ მონაწილეს სტრესული სიტუაციების გადამუშავებაში, დაძლევაში და ეფექტური ცხოვრებისეული სტრატეგიების შექმნაში.

     

     

    ვებინარის თემები:

    ვებინარის თეორიული ნაწილი:

    • ადამიანის ფსიქიკა - რა არის მისი დანიშნულება;
    • სხეული, ფსიქიკა და სტრესი;
    • სტრესის მოქმედების მექანიზმები;
    • სტრესი და ჩვენი ჰორმონები;
    • "ემოციური ბლოკები" ჩვენს სხეულში;
    • სტრესი და ჩვენი ცნობიერება;
    • სტრესი და ქვეცნობიერი ფსიქიკა;
    • სტრესი და იმუნური სისტემა.

     

    ვებინარის პრაქტიკული ნაწილი:

    • შიშთან მუშაობა (ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე);
    • შფოთვასთან მუშაობა (ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე);
    • ნეგატიური მოლოდინების გადამუშავების ტექნიკა;
    • დაძაბულობის მოხსნა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოტექნიკების გამოყენებით.
    • "ემოციურ ბლოკებზე" მუშაობა;
    • სტრესის მენტალურ კომპონენტზე მუშაობა;
    • სტრესის ემოციურ კომპონენტზე მუშაობა;
    • სტრესის სხეულებრივ კომპონენტზე მუშაობა.

     

    ვებინარის შედეგები:

    1. მონაწილეები ისწავლიან პრობლემის გადამუშავების ძალიან ეფექტურ მეთოდებს;
    2. მიიღებენ ერთგვარ "სამოქმედო ალგორითმს" სტრესული სიტუაციების გადამუშავებისთვის;
    3. აღმოაჩენენ მათთვის ეფექტურ მენტალურ სტრატეგიებს;
    4. ისწავლიან საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობას;
    5. ისწავლიან სხეულის "მოსმენას" და მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას;
    6. შეძლებენ გადაამუშაონ ძველი სტრესული სიტუაციებიც კი, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში არ აძლევდათ მოსვენებას.

     

    ვებინარის ბოლოს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს სპეციალურ მასალას, რომელიც მომავალში თითოეულ მონაწილეს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად იმუშაოს საკუთარ თავზე და კიდევ უფრო გააუმჯობესოს მიღწეული.

     

    ტრენერი:

     

    ლელა სტურუა

    ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. პირველი საერთაშორისო პროგრამის "ბიოსინთეზი საქართველოში" მონაწილე და 8 საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი.

     

     

     

ტრენერი

ლელა სტურუა