თანამედროვე გაყიდვები და ურთიერთობის ხელოვნება

650 ლარი

რეგისტრაცია
  • თანამედროვე გაყიდვები და ურთიერთობის ხელოვნება

     

    ვებინარის ხანგრძლივობა : 18 საათი, დღეში - 3 საათი

    ვებინარის თარიღი : 12.06.2020 - 26.06.2020

    ვებინარის დაწყების დრო: ჯგუფის წევრებთან გასაუბრების შედეგად შევარჩევთ ოპტიმალურ დროს.

    ვებინარის ღირებულება : 650 ლარი

    1 ივნისამდე და მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 20%იანი ფასდაკლება !

     

    "ყველა ცხოვრობს იმით, რომ რაღაცას ყიდის!" - ეს სიტყვები რობერტ ლუის სტივენსონს ეკუთვნის.

     

    სწორედ ახლა დადგა დრო, როცა სამყარომ შეცვალა რაკურსი და მოგვცა შესაძლებლობა, დაგვენახა საკუთარი თავი გვერდიდან ამ ყველაფერმა კი მოგვცა საშუალება აღმოგვეჩინა საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები!

     

    იმისთვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას, საჭიროა ისწავლოთ საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება და ჯანსაღი კონკურენციის გაწევა, ყველა ნაბიჯის დაწვრილებით გავლა და განსაზღვრა რა მუშაობს და რა არა, თქვენთვის რომელია კომფორტული მიდგომა და რა ძირითადი შინაგანი "ბლოკები" გიშლით ხელს იყოთ ს ა უ კ ე თ ე ს ო და არა უბრალოდ, კარგი! სწორედ ამისთვის ტარდება ეს კურსი, რომელიც დაგეხმარებათ ააგოთ პიროვნული ღერძი და მოარგოთ თქვენეული წარმატების მოდელი!

     

    ტრენინგის თემატიკა:

    1. საიდან იწყება გაყიდვები?

    2. რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი;

    3. პირადი ბრენდინგისა და ნეთვორქინგის როლი წარმატების მიღწევაში;

    4. ბრენდის „მშენებლობა“ სოციალურ მედიაში;

    5. გაყიდვების „ანატომია“

    6. როგორ და სად ვეძებოთ "ჩვენი" სეგმენტი?!

    7. როგორ დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა არხების მეშვეობით?

    8. სხეულის ენა და მისი როლი;

    9. მომხმარებელთა ფსიქოტიპების დადგენა - სვპ-ის მიხედვით;

    10. ემოციური ინტელექტის როლი გაყიდვებში;

    11. რა ძირითადი უნარები გვიშლის ხელს გაყიდვებში წარმატების მისაღწევად;

    12. საკუთარი თავის შეფასება SWOT ანალიზის მიხედვით;

    13. მიზნებზე მუშაობა GROW მოდელის მიხედვით;

    14. სხვადასხვა სახის უნარების განსავითარებელი პრაქტიკული სავარჯიშოები და ჯგუფური სეანსები.

     

    ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

    • გააცნობიერონ სად არის მთავარი გამოწვევა საკუთარ მიდგომებში;
    • შექმნან პირადი ბრენდი;
    •  გაიუმჯობესონ კომუნიკაცია;
    • გაიცნონ საკუთარი საქმის მომხმრებლის ფსიქო-ტიპები;
    •  გაზარდონ გაყიდვები;
    •  მართონ სტრესული სიტუაცია;
    •  იპოვონ საკუთარი საქმე;
    •  აიმაღლონ მოტივაცია.

    ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი!

     

    ტრენერი:

     

    ხათუნა მდინარაძე

     

    • პოზიტიური ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტი;
    • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
    • Sales Home-ს დამფუძნებელი;
    •  Legacy Hotel Batumi-ის გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერი;
    •  ბლოგერი;
    •  გაყიდვებში აქვს 15 წლიანი გამოცდილება.

     

    კურსის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით ტელ: 555 16 28 49  ხათუნა მდინარაძე.

     

ტრენერი

ხათუნა მდინარაძე