
"სახლიდან მუშაობა" - ჩემი გამოცდილება
0 ლარი
ვებინარზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში
-
"სახლიდან მუშაობა" - ჩემი გამოცდილება
ვებინარის დაწყების დრო : 16:00
ვებინარის ხანგრძლივობა : 1.5 საათი
ვებინარის თარიღი : 23 მარტი
სესია განკუთვნილია :
HR პროფესიონალებისთვის, მომუშავე დედებისთვის, დამსაქმებლებისთვის/მენეჯერებისთვის, რომლებიც გეგმავენ სახლიდან მუშაობაზე გადაიყვანონ თანამშრომლები, თანამშრომლებისთვის, რომლებიც გადავიდნენ, გადადიან, ან უბრალოდ აინტერესებთ სახლიდან მუშაობა.
ინფორმაცია ტრენერზე :
ნინო ჯინჯოლავა - HR საკონსულტაციო კომპანია HR Partners დამფუძნებელი და დირექტორი, აქვს სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, აქედან, დისტანციურად/სახლიდან მუშაობს 7 წელზე მეტია.
საკითხები რომელსაც შევეხები:
· რას გულისხმობს სახლიდან მუშაობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
· რას უნდა ელოდოს და რა გაითვალისწინოს სახლიდან მომუშავე თანამშრომელმა
· რას უნდა ელოდოს და რა გაითვალისწინოს სახლიდან მომუშავე ხელმძღვანელმა
· რა ტექნიკური მზაობაა საჭირო
· გასაუბრება დისტანციაზე
· როგორ შევინარჩუნოთ კორპორატიული კულტურა და გუნდი დისტანციაზე
· დისტანციურად მომუშავე მშობელი
· სახლიდან მუშაობა და ფრილანსინგი - ერთიდაიგივეა?
· არის თუ არა ეს ყველასთვის? მუდმივია თუ დროებითი?
· კითხვა-პასუხი
-
-